„ვინც ერს ებრძვის, მისთვის ბერთან ბრძოლაც მისაღებია… ამიტომაც ვერ გაიმარჯვებენ!“ - მამუკა მდინარაძე
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, „ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს:
„ვინც ერს ებრძვის, მისთვის ბერთან ბრძოლაც მისაღებია... ამიტომაც ვერ გაიმარჯვებენ! ვეღარასდროს! ყოველთვის სიმართლე, რწმენა და საქართველო გაიმარჯვებს! ჩემი დიდი პატივისცემა მამა შალვას!" - წერს მამუკა მდინარაძე.
ცნობისთვის, ჭავჭავაძის გამზირზე, სადაც პიარისა და მარკეტინგის სპეციალისტების საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს, თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძართან, მამა შალვა კეკელიასა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. „ტაძარში მოგვივარდნენ, მოღალატეებო და ქვეყნის მტრებო გამოდითო. კომუნისტების დროს ხდებოდა ეკლესიაში მოვარდნა, მღვდლების ტაძრებიდან გამოყვანა, დახვრეტა", - აცხადებს დეკანოზი შალვა კეკელია.