თეგებით ძიება

„წყეული იყოს ყველა ცილისმწამებელი საპატრიარქოს სპიკერების ჩათვლით“ - თამარ ჩერგოლეიშვილი

ფედერალისტების ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

წყეული იყოს ყველა ცილისმწამებელი საპატრიარქოს სპიკერების ჩათვლით.

ვინც ეკლესიაზე თავდასხმად აფასებს ჭავჭავაძეზე გამოვარდნილი წვერიანი რუსოფილების მიტისკვას, ყველა ცილისმწამებელია და ყველა ჯოჯოხეთის ცეცხლში დაიწვება. 

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური - არა ცილი სწამო წამებითა ცრუითა - წერს ჩერგოლეიშვილი. 

შეგახსენებთ, რომ ჭავჭავაძის გამზირზე, სადაც პიარისა და მარკეტინგის სპეციალისტების საპროტესტო მსვლელობა იმართება, თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძართან, მამა შალვა კეკელიასა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. „ტაძარში მოგვივარდნენ, მოღალატეებო და ქვეყნის მტრებო გამოდითო. კომუნისტების დროს ხდებოდა ეკლესიაში მოვარდნა, მღვდლების ტაძრებიდან გამოყვანა, დახვრეტა", - აცხადებს დეკანოზი შალვა კეკელია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა