თეგებით ძიება

უცხოეთიდან დაფინანსებულმა აგენტურამ საბოლოოდ ჩამოიხსნა ნიღაბი და ეკლესიას გამოუცხადა ბრძოლა - სოზარ სუბარი

„ხალხის ძალის“ თავმჯდომარე, სოზარ სუბარი მამა შალვა კეკელიას მიმართ რადიკალების მიერ დღეს გამოხატულ აგრესიას სოციალურ ქსელში ეხმაურება. სოზარ სუბარი მამა შალვა კეკელიას სოლიდარობას უცხადებს.

„უცხოეთიდან დაფინანსებულმა აგენტურამ საბოლოოდ ჩამოიხსნა ნიღაბი და ეკლესიას გამოუცხადა ბრძოლა. ეს ის ბრძოლაა, სადაც აგენტურის ხვედრი წინასწარ არის განსაზღვრული: “ლოდი რომელი შეურაცხყვეს მაშენებელთა, იგი იქმნა თავ კიდეთა. ყოველი, რომელი დაეცეს ლოდსა მას ზედა, შეიმუსროს. და რომელსა ზედა დაეცეს, განანქრიოს იგი.” (მათე 21, 42-44).

ჩემი სოლიდარობა მამა შალვა კეკელიას“, - წერს სოზარ სუბარი.

ჭავჭავაძის გამზირზე, სადაც პიარისა და მარკეტინგის სპეციალისტების საპროტესტო მსვლელობა იმართება, თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძართან, მამა შალვა კეკელიასა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერიდაპირისპირება მოხდა. „ტაძარში მოგვივარდნენ, მოღალატეებო და ქვეყნის მტრებო გამოდითო. კომუნისტების დროს ხდებოდა ეკლესიაში მოვარდნა, მღვდლების ტაძრებიდან გამოყვანა, დახვრეტა“, - აცხადებს დეკანოზი შალვა კეკელია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა