თეგებით ძიება

კმაყოფილი ვარ სავიზო შეზღუდვებით, აშშ-მა უნდა დააწესოს სახაზინო დეპარტამენტის სანქციები ოფიციალური პირების წინააღმდეგ - სენატორი ჯინ შაჰინი

კმაყოფილი ვარ სავიზო შეზღუდვებით, აშშ-მა უნდა მიიღოს დამატებითი ზომები და დააწესოს სახაზინო დეპარტამენტის სანქციები ოფიციალური პირების წინააღმდეგ, – ამის შესახებ სენატორი ჯინ შაჰინი სოციალურ ქსელში წერს.

შაჰინი აღნიშნავს, რომ ის კმაყოფილია ოფიციალური პირების მიმართ სავიზო შეზღუდვების დაწესებით.

„კმაყოფილი ვარ დამატებითი სავიზო შეზღუდვების ხილვით, რომლებიც დაუწესდა ოფიციალურ პირებს, ვინც პასუხისმგებელია საქართველოში დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობაზე. აშშ-მა უნდა მიიღოს დამატებითი ზომები და დააწესოს სახაზინო დეპარტამენტის სანქციები იმ ოფიციალური პირების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ამ კრიზისზე. ქართველ ხალხს ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება“, – განაცხადა შაჰინმა.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს 20-მდე მოქალაქეს, მათ შორის მინისტრებსა და პარლამენტის წევრებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა