თეგებით ძიება

უარს ვაცხადებ დე ფაქტო ხელისუფლებასთან თანამშრომლობას-აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი

მე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი უარს ვაცხადებ საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე და ბოიკოტს ვუცხადებ მიმდინარე წლის 14 დეკემბერს დაგეგმილ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებს, - აღნიშნულის შესახებ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრის, საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის თემურ მჟავიას განცხადებაშია ნათქვამი.

მაჟავიას შეფასებით, მმართველი პარტიის ხელისუფლება დაადგა მკვეთრად გამოხატულ იზოლაციონიზმის გზას როგორც საერთაშორისო ურთიერთობებში, ასევე საკუთარ მოსახლეობასთან კომუნიკაციაში.

“ბოლო პერიოდში საქართველოში შექმნილი ვითარება, რომელიც უკიდურესი დაპირისპირებით ხასიათდება, როგორც სამოქალაქო საზოგადოებაში, ასევე პოლიტიკურ სპექტრში და აქედან ნასაზრდოები დესტაბილიზაციური პროცესები საზოგადოებრიოვი ურთიებთობების თითქმის ყველა სფეროში მაიძულებს მივმართო როგორც ჩემს დევნილ თანამემამულეებს, ასევე სრულიად საქართველოს მოსახლეობას:

ვითვალსწინებ რა, მთელ რიგ სამართლებრივ გარემოებებს - უპირველსად, საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მუხლის მოთხოვნას იმის თაობაზე, რომ ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომას საქართველოს პრეზიდენტი ნიშნავს და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 86-ე მუხლის მეხუთე პუნქტით განსაზღვრულ ნორმას იმის შესახებ, რომ პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობის თაობაზე პარლამენტის დადგენილებაში არ შეიატანება იმ პირის გვარი, რომლის პარლამენტის წევრად არჩევის კანონიერება გასაჩივრებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ან საერთო სასამართლოში, რაც უგულებელყოფილია საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებისა და მისი სტრუქტურის მხრიდან, აგრეთვე იმის გათვალისწინებით, რომ მმართველი პარტიის ხელისუფლება დაადგა მკვეთრად გამოხატულ იზოლაციონიზმის გზას როგორც საერთაშორისო ურთიერთობებში, ასევე საკუთარ მოსახლეობასთან კომუნიკაციაში, რაც უშუალოდ უპირისპირდება ჩვენი ქვეყნის, საერთაშორისო სამართლის სუბიექტის - საქართველოს სახელმწიფოებრიობის საფუძვლებს, მე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს (დევნილობაში) დეპუტატი უარს ვაცხადებ საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე და ბოიკოტს ვუცხადებ მიმდინარე წლის 14 დეკემბერს დაგეგმილ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებს“, - აცხადებს თემურ მჟავია.

14 დეკემბერს საარჩევნო კოლეგია საქართველოს პრეზიდენტს აირჩევს. პრეზიდენტის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილია მხოლოდ ერთი - მიხეილ ყაველაშვილის კანდიდატურა. საარჩევნო კოლეგიის 300 წევრიდან 20 წევრი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა