თეგებით ძიება

რუსეთში მყოფ აფხაზ სტუდენტებს, რომელთაც რუსული პასპორტიც აქვთ, სამხედრო კომისარიატებში აღრიცხვას სთხოვენ - შამბა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, სერგეი შამბამ განაცხადა, რომ რუსეთში მყოფ აფხაზ სტუდენტებს, რომელთაც რუსული პასპორტიც აქვთ, სამხედრო კომისარიატებში აღრიცხვას სთხოვენ.

შამბამ აღნიშნა, რომ ამ საკითხის გადასაწყვეტად საჭიროა რუსეთის პრეზიდენტის განკარგულება, თუმცა გადაწყვეტილება ჭიანურდება. ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, რუსეთში სამხედრო აღრიცხვის გავლა მის შვილიშვილსაც მოსთხოვეს.

„რაღაც დროით ამას უდგებოდნენ ლოიალურად, თვალს ხუჭავდნენ, არ მოითხოვდნენ, ახლა კი მოითხოვენ. ეს არ ნიშნავს, რომ მაშინვე გაიწვევენ ჯარში. თუმცა სწავლის დასრულების შემდეგ, რუსეთში დარჩენის შემთხვევაში, ორმაგი მოქალაქეობის შესახებ კანონი მაშინ თუ არ იმოქმედებს, შეიძლება გაიწვიონ”, – განაცხადა შამბამ.

სერგეი შამბამ აღნიშნა, რომ, ერთი მხრივ, სასიამოვნოა, როცა აფხაზი სტუდენტები სწავლის დასრულების შემდეგ სამშობლოში ბრუნდებიან. თუმცა მან ასევე აღიარა, რომ აფხაზეთში ახალგაზრდა სპეციალისტებისთვის სამუშაოს პოვნა რთულია.

ცნობისთვის, 2022 წელს რუსეთისა და ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლებამ გააფორმეს „შეთანხმება“, რომელშიც წერია, რომ ის აფხაზები, ვისაც რუსეთის მოქალაქეობა აქვთ, სამხედრო სამსახურს მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით გაივლიან.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა