ბათუმში ძლიერი ქარის გამო შეზღუდულია ელექტროენერგიის მიწოდება ბევრ უბანზე - კობა ფარტენაძე
ბათუმის ზოგიერთ უბანში ძლიერი ქარის გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა. ამის შესახებ მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში წერს:
„ბათუმში შექმნილია რთული მეტეო პირობები, ამჟამად ძლიერი ქარის გამო 20-25 მ/წმ-ში შეზღუდულია ელექტროენერგიის მიწოდება ბევრ უბანზე, იყავით ფრთხილად, განსაკუთრებით მაღალი კორპუსების ქვეშ!
ძლიერი ქარი ისევ შენარჩუნდება!
გისურვებთ მშვიდობას! - წერს კობა ფარტენაძე.