აქ უკანდახევა არ იქნება და ვერც ივანიშვილისგან ნახევრად უკანდახევა იქნება მისაღები ვინმესთვის - მელია
ივანიშვილისგან ნახევრად უკანდახევა მისაღები ვერ იქნება - ამის შესახებ კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ "ტვ პირველის" პირდაპი ეთერში განაცხადა და თქვა, რომ ვინმეს გადაყენება ამ სიტუაციში გამოსავალი ვერ იქნება.
მისი თქმით, ახლა საჭროა, რომ უკანდაუხეველმა, უწყვეტმა პროტესტმა დიდხანს გასტანოს და სწორედ ეს იქნება გზა ახალ არჩევნებამდე.
წარმოიდგინეთ რამდენად დიდი ოცნება ჰქონდა მდინარაძესაც, კობახიძესაც, ეს 15 დღის პერიპეტიები დასრულებულიყო მსხვერპლით მათ რიგებში, რომ მერე შევარდებოდნენ ტელევიზიებში, ყველაგან, მაგრამ ალღო აუღო ქართველმა საზოგადოებამ ამ ყევლაფრს.
100 კაციც კი არ ეგონათ რომ დადგებოდა ამის შემდეგ აქციაზ, მაგრამ არავის შეშინებია.
მთავარია ახლა უკანდაუხეველმა, უწყვეტმა პროტესტმა მოგვიტანოს ამ ქვეყანაში ახალი არჩევნები და ეს ახალი რჩევნები შედგებაიმ ფორმატში, რომელიც ყველასთვის მისაღები იქნება. აქ უკანდახევა არ იქნება და ვერც ივანიშვილისგან ნახევრად უკანდახევა იქნება მისაღები ვინმესთვის", - განაცხადა ნიკა მელიამ.