"5 საათზე ვიკრიბებით ვაკეში, გამოვუცხადოთ სოლიდარობა დედა ეკლესიას“ - ბექა ჩხაიძე (ვიდეო)
თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარს შალვა კეკელიასა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
საზოგადოების ნაწილი დღეს, 14 დეკემბერს ვაკეში იკრიბება, რათა სოლიდარობა გამოუცხადოს მამა შალვას და ეკლესიას. ერთ-ერთი ვინც მშვიდობიან აქციას უერთდება ბექა ჩხაიძეა, რომელმაც სოციალურ ქსელში მიმართვა გაავრცელა.
"14 დეკემბერს, 5 საათზე ვიკრიბებით ვაკეში, ეკლესიაში მამა შალვასთან, მამა საბასთან, ჩვენს უსაყვარლეს მოძღვრებთან, გამოვუცხადოთ სოლიდარობა დედა ეკლესიას. რა თქმა უნდა მშვიდობიანად და შემდეგ 7 საათისთვის გადავინაცვლებთ ვაკიდან რუსთაველზე, გააზიარეთ ყველამ ეს ვიდეო, ვიცი, რომ ძალიან ბევრნი ვართ“, - ამბობს ბექა ჩხაიძე.