თეგებით ძიება

"არ ვიცი, ვის გულისხმობს ქართველ ხალხში, ქლესა ევროპა თავს მოხვეული გეი პარადით, მე პირადად ფეხებზე მკიდია!" - ხატია სიჭინავა ემანუელ მაკრონს მიმართავს

საფრაგეთის პრეზიდენტის ვიდეომიმართვას, რომელშიც ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ საქართველო ევროპულ გზაზე წინ ვერ წავა, თუკი მშვიდობიან დემონსტრაციებს არაპროპორციული ძალით ჩაახშობენ, ჟურნალისტი, ხატია სიჭინავა ეხმაურება საკუთარ „ინსტაგრამ“ გვერდზე.

ვიდეომიმართვაში საფრანგეთის პრეზიდენტი დიალოგის აუცილებლობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ქართველებმა „ხელახლა აიღონ ხელში საკუთარი ბედი“.

ემანუელ მაკრონის აღნიშნული განცხადების საპასუხოდ გავრცელებულ პოსტში ხატია სიჭინავა წერს, რომ არ იცის, „ვის გულისხმობს ქართველ ხალხში“ საფრანგეთის პრეზიდენტი.

"არ ვიცი, ვის გულისხმობს ქართველ ხალხში, არც ის ვიცი, რა წესებს გვტენი შენიღბული მეგობრობით, მაგრამ ცხვრის ტყავში მგელი ქართველისთვის ადვილად იცნობა!! აქ ჩვენც ვცხოვრობთ, უმრავლესობა!

ვისაც იგნორს უკეთებ და ჩვენ ძალიან კარგად ვხედავთ შენს „მეგობრულ“ დამოკიდებულებას! შეგიძლია საფრანგეთში პერსონა ნონ გრატად გამომაცხადო! ქლესა ევროპა თავს მოხვეული გეი პარადით, მე პირადად ფეხებზე მკიდია!!“, – წერს ხატია სიჭინავა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა