თეგებით ძიება

მოსალოდნელია ძლიერი ყინვა, ქარბუქი, თოვლი და შტორმი - როგორია უახლოესი დღეების პროგნოზი?

მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით ამინ­დი მკვეთ­რად გა­უ­ა­რეს­და. წუ­ხელ თით­ქმის ქვეყ­ნის ყვე­ლა რე­გი­ონ­ში თოვ­ლი და ყინ­ვა იყო. თოვ­ლი მო­ვი­და რო­გორ თბი­ლი­სის შე­მო­გა­რენ­ში, ასე­ვე რე­გი­ო­ნე­ბის ნა­წილ­ში.

გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ჰიდ­რო­მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი პროგ­ნო­ზე­ბის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი სვეტ­ლა­ნა ნი­ო­რა­ძე მო­სა­ლოდ­ნელ ამინ­დებ­ზე დე­ტა­ლუ­რად საუბრობს:

- ჩვენ 10 დე­კემ­ბერს უკვე გა­ვავ­რცე­ლეთ გან­ცხა­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში ამინ­დის მკვეთ­რად გა­უ­ა­რე­სე­ბის შე­სა­ხებ, რო­გორც და­სავ­ლეთ, ისე აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში. და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში პრო­ცე­სე­ბი უკვე და­წყე­ბუ­ლია, ყველ­გან ინ­ტენ­სი­უ­რად წვიმს, მთა­ში წვი­მით და­ი­წყო წუ­ხელ, დი­ლი­დან თოვლში გა­და­დის და ყველ­გან გა­და­ვა. თა­ვის­თა­ვად მა­ღალმთი­ან რა­ი­ო­ნებ­შიც ითო­ვებს. ქა­რის გაძ­ლი­ე­რე­ბას რო­გორც და­სავ­ლეთ, ისე აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში ვე­ლო­დე­ბით, მათ შო­რის თბი­ლის­ში. ძლი­ე­რი, ჩრდი­ლო-და­სავ­ლე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბის ქარი იქ­რო­ლებს 13-14 დე­კემ­ბერს.

14 დე­კემ­ბერს ქა­ლა­ქის გა­რე­უბ­ნებ­ში შე­საძ­ლე­ბე­ლია 28 მეტრ წა­მამ­დეც იყოს ცალ­კე­ულ მო­მენ­ტებ­ში ქარი. ზღვა­ზე მო­სა­ლოდ­ნე­ლია შტორ­მი, მთა­ში, მა­ღალ მთა­ში ძლი­ე­რი თოვა, ქარ­ბუ­ქი, ხილ­ვა­დო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბა, ამ ყვე­ლაფ­რის შე­დე­გად სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბის ცალ­კე­ულ მო­ნაკ­ვე­თებ­ზე ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბის შე­ზღუდ­ვე­ბი იქ­ნე­ბა. ასე­თი ამინ­დი 15 დე­კემ­ბრამ­დე შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა, 15 დე­კემ­ბერს გა­მო­ი­და­რებს, ქარი შე­სუს­ტდე­ბა, ტემ­პე­რა­ტუ­რა მო­ი­მა­ტებს და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში 12 გრა­დუ­სამ­დე.

აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჯერ­ჯე­რო­ბით ცივი ამინ­დი შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა.14 დე­კემ­ბერს ღა­მის სა­ა­თებ­ში ჰა­ე­რის მი­ნი­მა­ლუ­რი ტემ­პე­რა­ტუ­რა და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს დაბ­ლობ­ში შე­საძ­ლოა მი­ნუს 4 გრა­დუ­სამ­დე და­ე­ცეს, აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს ბარ­ში მი­ნუს -5,-10 და ზო­გან(უფრო შიდა ქარ­თლში) შე­იძ­ლე­ბა მი­ნუს 14 გრა­დუ­სიც და­ფიქ­სირ­დეს. თბი­ლის­ში ღა­მით მი­ნუს 5 გრა­დუსს ვე­ლო­დე­ბით, დღი­სით პლუს 2-3 გრა­დუ­სის ფარ­გლებ­ში.

- თბი­ლის­ში თოვლს არ უნდა ვე­ლო­დოთ?

- თბი­ლის­ში 14 დე­კემ­ბერს, გამ­თე­ნი­ას შე­საძ­ლოა მცი­რე თოვ­ლი იყოს. შემ­დეგ ძლი­ერ ქარს ვე­ლო­დე­ბით და ქა­რის პი­რო­ბებ­ში ძლი­ე­რად ვერ მო­თოვს. ყინ­ვა კი იქ­ნე­ბა... 16 დე­კემ­ბრი­დან შავი ზღვის ჩრდი­ლო-და­სავ­ლე­თი­დან ისევ ვე­ლო­დე­ბით ცივი და ნო­ტიო ჰა­ე­რის მა­სე­ბის გავ­რცე­ლე­ბას, და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში ყველ­გან ნა­ლე­ქია მო­სა­ლოდ­ნე­ლი, მთა­ში თოვ­ლის სა­ხით, შემ­დგომ­ში სა­ვა­რა­უ­დოდ დაბ­ლობ­სა და ბარ­შიც.

წყარო


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა