დაკავებულია "დროას" წევრი, ნიკო ქვაცაბია
ცნობილი ხდება, რომ პარტია "დროას" წევრი ნიკო ქვაცაბია დააკავეს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ქვაცაბიას დილის ათ საათზე, სახლთან დახვდნენ და აიყვანეს.
დაკავებულის ოჯახი ახალგაზრდას რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდა.
სად იმყოფება ამ დროისთვის ნიკო ქვაცაბია უცნობია.