საქართველოს ჰყავს ორი პრეზიდენტი: ლეგიტიმურად არჩეული ზურაბიშვილი და არალეგიტიმურად დანიშნული, რუსეთში დამზადებული კლონი ყაველაშვილი მედუზის IQ-ით - ფადი ასლი
საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) თავმჯდომარე, ფადი ასლი სოციალურ ქსელში წერს:
"დღეს საქართველოს ჰყავს ორი პრეზიდენტი: ლეგიტიმურად არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და არალეგიტიმურად დანიშნული რუსეთში დამზადებული კლონი მიხეილ ყაველაშვილი მედუზის IQ-ით.
თუ კალიგულას მიერ მისი ცხენის ინციტატუსის დანიშვნა რომის სენატორად ლეგენდად დარჩება, ივანიშვილის მიერ მისი ერთ-ერთი ზებრის, ყაველაშვილის საქართველოს დე ფაქტო პრეზიდენტად დანიშვნა ისტორიას აუცილებლად დაწერს," - წერს ფადი ასლი.