ლევან საგინაშვილმა მკლავჭიდში მსოფლიო ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნა
მკლავჭიდში, EAST WEST-ის ღონისძიებაზე 36 წლის ქართველმა სპორტსმენმა, ლევან საგინაშვილმა ამერიკელი ჯერი კადორეტი დაამარცხა.
საგინაშვილმა მეტოქეს ოთხივე რაუნდი მოუგო. აღსანიშნავია, რომ ლევანმა აშშ-ში გამართულ ბრძოლაში მონაწილეობა კარიერაში პირველად მიიღო.
ბრძოლამდე ქართველ მკლავჭიდელს მაჯა ჰქონდა დაზიანებული და რამდენიმე თვე მკურნალობის კურსს გადიოდა.
შედეგად, ლევან საგინაშვილმა მძიმე წონაში მსოფლიო ჩემპიონის ტიტული დაიცვა. ის მსოფლიო ჩემპიონის ქამარს აპრილში, დევონ ლარეტის დამარცხების შემდეგ დაეუფლა.
1tv.ge