„ახლა აღარ მოგწონთ მაიდანი, ჰო?“ - რას იხსენებს დავით ზურაბიშვილი?
„აგერ ბატონო, ორიგინალი მაიდნის მხარდამჭერი განცხადება მაშინდელი პარლამენტისგან“ - პოლიტოლოგი დავით ზურაბიშვილი უკრაინის მხარდამჭერ განცხადებას იხსენებს, რომელიც სსაქართველოს პარლამენტმა 2014 წლის იანვარში მიიღო.
ამ მაიდანით რომ გვაშინებენ და რაღაც გლობალური ომის პარტიის მსგავს საფრთხობელას ქმნიან მისგან, 2014 წლის იანვარში, თუ სწორად მახსოვს, ისევ ეს ხელისუფლება იყო და აგერ ბატონო, ორიგინალი მაიდნის მხარდამჭერი განცხადება მაშინდელი პარლამენტისგან. 118 ხმით 0-ის წინააღმდეგ, ვოლსკისაც მიცემული აქვს ხმა, ამჟამინდელ თავდაცვის მინისტრსაც და ირაკლი ღარიბაშვილი იყო უკვე პრემიერი.
ახლა აღარ მოგწონთ მაიდანი, ჰო? - წერს დავით ზურაბიშვილი.