თეგებით ძიება

ესტონეთმა სანქციები კიდევ 14 ქართველ თანამდებობის პირს დაუწესა - მარგუს ცაჰკნა

ესტონეთმა კიდევ 14 ქართველ თანამდებობის პირს დაუწესა სანქციები, მათ შორის პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს.

ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა სოციალურ ქსელში წერს.

„ქართული ხელისუფლების მიერ პროტესტის მონაწილეების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციის ლიდერების მიმართ განხორციელებული ძალადობა დანაშაულებრივია და ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებებს. მოვუწოდებ ევროკავშირის ყველა ქვეყანას, რეაგირება მოახდინოს და შესაბამისი ქმედებები გაატაროს“, – წერს მარგუს ცაჰკნა.

მანამდე, ლიეტუვისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გამოაქვეყნეს საქართველოს იმ მოქალაქეთა სია, რომლებსაც მათ ქვეყნებში შესვლა აეკრძალათ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა