შეუძლებელია, გახდე ევროკავშირის წევრი, როდესაც გყავს ხელისუფლება, რომლის პრემიერიც დასანქცირებულია - ბორის ჩელე ყურუა
კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი ბორის ჩელე ყურუა ამბობს, რომ ხელისუფლება, რომლის პრემიერიც დასანქცირებულია, არ შეიძლება, თავს ლეგიტიმურად თვლიდეს. ოპოზიციონერის თქმით, ამ პირობებში ქვეყანა ევროკავშირის წევრი ვერასდროს გახდება.
არ შეიძლება, ლეგიტიმურად თვლიდეს თავს ხელისუფლება, რომლის პრემიერსაც ასანქცირებენ ევროპის ქვეყნები. ეს არის მხოლოდ დასაწყისი, იმ გრძელი პროცესის გაგრძელებაა, რომელსაც ეხმარება ქართველი ხალხი და ჩვენ ბრძოლას ხედავს ყველა. რა თქმა უნდა, „ოცნების“ პერსპექტივა, რამეზე თუ იყო საუბარი საერთოდ, უკვე არის დასამარებული და ყველა ხვდება, რომ ამ ხელისუფლების პირობებში, როცა გყავს ხელისუფლება, რომლის პრემიერსაც ევროკავშირის ქვეყანა ასანქცირებს, შეუძლებელია, გახდე ევროკავშირის წევრი, - ამბობს ბორის ჩელე ყურუა.