მადლობა მინდა ვუთხრა ქართველ ხალხს, რომელიც არასოდეს შეწყვეტს თავისუფლებისათვის ბრძოლას“ – ლევან საგინაშვილის მიმართვა ჩემპიონის ტიტულის დაცვის შემდეგ
36 წლის ქართველმა სპორტსმენმა, ლევან საგინაშვილმა ამერიკელი ჯერი კადორეტი დაამარცხა და მძიმე წონაში მსოფლიო ჩემპიონის ტიტული დაიცვა. „მადლობა საქართველო! მადლობა მინდა ვუთხრა ქართველ ხალხს, რომელიც არასოდეს შეწყვეტს თავისუფლებისათვის ბრძოლას“ – ამის შესახებ ქართველმა სპორტსმენმა, ლევან საგინაშვილმა ჩემპიონის ტიტულის დაცვის შემდეგ, ნიუ-ჯერსიში განაცხადა და საზოგადოებას მიმართა.
36 წლის ქართველმა სპორტსმენმა აშშ-ში გამართულ ბრძოლაში მონაწილეობა კარიერაში პირველად მიიღო:
„მადლობა საქართველო! მადლობა მინდა ვუთხრა ქართველ ხალხს, რომელიც არასოდეს შეწყვეტს თავისუფლებისათვის ბრძოლას… მადლობა ჩემს ოჯახს, ჩემს მეუღლეს, ჩემს მეგობრებს… ყოველთვის ვეცდები, რომ გაგახაროთ და ქართული დროშა ზემოთ ავწიო“ — განაცხადა ლევან საგინაშვილმა.