თეგებით ძიება

ორბელიანების სასახლესთან აქციის მონაწილეებთან სალომე ზურაბიშვილი მივიდა

პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლესთან მისულ აქციის მონაწილეებს შეხვდა.

ორბელიანების სასახლესთან იმყოფებიან სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები, რესტავრატორები, ხელოვნებათმცოდნეებისა და IT სფეროს წარმომადგენლები, რომლებიც მარშით მივიდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციისათან.

აქციის მონაწილეები პრეზიდნეტის გამოჩენას ტაშით და ოვაციებით შეხვდნენ.

აქციის მონაწილეები სასახლესთან აცხადებდნენ, რომ სალომე ზურაბიშვილი არის საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური მმართველი. მათ მადლობა გადაუხადეს სალომე ზურაბიშვილს იმისთვის, რასაც “პრეზიდენტი საქართველოსთვის აკეთებს”. პრეზიდენტს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

საპროტესტო აქციები 2024 წლის 28 ნოემბერს, მას შემდეგ დაიწყო, რაც მთავრობამ განაცხადა, რომ ქვეყანა 2028 წლამდე აჩერებს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა