თეგებით ძიება

"ერთმანეთი გვეზიზღება, მაგრამ თქვენ უფრო გვეზიზღებით"- "ბარსელონას" და "რეალის" გულშემატკივრები „ოცნებას“

ბარსელონას და რეალის ქართველი ფანების ერთობლივი საპროტესტო მარში - ორი საფეხბურთო კლუბის ქართველი გულშემატკივრები ფილარმონიასთან შეიკრიბნენ და აქცია-მსვლელობით პარლამენტისკენ მიემართებიან.  "ერთმანეთი გვეზიზღება, მაგრამ თქვენ უფრო გვეზიზღებით" - აწერია მათ საპროტესტო პლაკატებს, რომლითაც ფეხბურთის გულშემატკივრები ჯერ ფილარმონიასთან, შემდეგ კი პარლამენტთან მივიდნენ.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ორი ისტორიულად დაპირისპირებული კლუბის გულშემატკივრები დღეს რუსული რეჟიმის წინააღმდეგ გაერთიანდნენ. მათი მთავარი მოთხოვნა ხელახალი არჩევნების დანიშვნა და  აქციაზე დაკავებულების გათავისუფლებაა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა