„როგორ შეიძლება ქვეყნის სახე იყოს უდიპლომო პრეზიდენტი, ევროპის და ამერიკის ყველაზე აქტიური მაგინებელი“ - ნანა ალექსანდრია აქციას შეუერთდა
ქართველი მოჭადრაკე, დიდოსტატი ნანა ალექსანდრია საპროტესტო აქციას შეუერთდა. ამის შესახებ მოჭადრაკე სოციალურ ქსელში წერს:
დღეს მიტინგზე შვილიშვილთან ერთად ვიყავი, სპორტსმენების მარშს შევუერთდით. ლევანი ლაივს რთავს. მე წერა მირჩევნია...
“თავისუფლების მოედანი, რომელიც არასოდეს არის თავისუფალი” - დიდი ბრიტანეთის ყოფილმა ელჩმა ქართულად (!) ასე აღწერა მოედანი ერთ-ერთი საპროტესტო აქციის დროს…
თავისუფლების მოედანზე კვლავ წყლის ჭავლის მანქანებია, გააქტიურებულია პოლიცია. „ქართული ოცნების“ ორგანიზებული ზრდასრული სპორტსმენი „ბავშვებიც“ მოედანზე ორატორობენ. ასაკოვანი ადამიანები ბავშვების გარეშე, ვისთვისაც თითქოს ნაძვის ხე უნდა აენთოთ, იქვე არიან. იმიტირებული ზეიმი არ შედგა, ნაძვის ხე ვერ აანთეს...
14 დეკემბერი იყო არსებული ძალადობრივი რეჟიმის, ტყუილების, ტრიუკების, სიძულვილის რეჟიმისათვის ტიპიური დღე - ევროპის ყველაზე აქტიური მაგინებელი ყაველაშვილი პრეზიდენტად შემოგვთავაზეს. ასეთია ამ რეჟიმის სახე. ასეთია ამ რეჟიმის — „ღირსებით ევროპაში“. დაგვცინიან. მთელს ქვეყანას დასცინიან. თავის ამომრჩეველს დასცინიან და ატყუებენ. კიდევ რამდენჯერ უნდა მოატყუონ, რომ მიხვდნენ როგორი რეჟიმი მართავს ქვეყანას — სამშობლოს კოლექტიური მოღალატეები, ვინც მტერი და მოყვარე ჩაანაცვლა და ბოდიშის მოხდა მოსთხოვა საკუთარ ხალხს, ვისაც მტერმა, რუსმა ოკუპანტმა გენოციდი მოუწყო.
ტრაგედიაა, რომ ქველმოქმედების სახელით მოსული ივანიშვილი ქვეყანას ხარებას და მის მოძალადეებს უგდებს ხელში. როგორ შეიძლება ხარებამ გაიმარჯვოს. ვერ გაიმარჯვებს. როგორ შეიძლება ქვეყნის სახე იყოს უდიპლომო პრეზიდენტი, ევროპის და ამერიკის ყველაზე აქტიური მაგინებელი.
ხალხი კი რუსთაველზე ევროპას ითხოვს.
„ქართული ოცნების“ მომხრეებო, გაიღვიძეთ! გთხოვთ! - წერს ნანა ალექსანდრია.