ლესის საჯარო სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
ლესის საჯარო სკოლა სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს:
"დაბადებიდან ყველას თავისი ბედი დაჰყვება,მაგრამ რატომ გქონდა ასეთი მძიმე ხვედრი კეთილ,ლამაზ, ჭკვიან ახალგაზრდას.
გაცილებთ უკანასკნელ გზაზე,ვწუხვართ და გვახსოვს შენი მოსწავლეობა.კარგ მომავალს გიწინასწარმეტყველებდნენ.
უბედურმა შემთხვევამ წლებით მიგაჯაჭვა საწოლს.უკანასკნელი იმედი საფრანგეთი იყო,მკურნალობის თვალსაზრისით არაფერი დაგკლებია,მაგრამ ყველაფერი უძლური აღმოჩნდა.
ვუსამძიმრებთ შენს ოჯახს,ახლობლებს,მთელ სოფელს.
ღმერთს ებარებოდე, ჩვენო კახა,მსუბუქი იყოს შენს გულზე დაყრილი მშობლიური სოფლის მიწა!
ლესის საჯარო სკოლა", - წერია პოსტში.