"რუსეთს ყოველთვის შურდა ქართველების... არ მოსწონდა, რომ ასეთი პატარა ერი, ყველაფერში ნიჭიერები ვართ" - მარი ნაკანი (ვიდეო)
"მგონია, რომ ახლა იკვრება ჩვენი მისია, ასე ვთქვათ - გეშტალტი, რომ საბოლოო ჯამში დაიხუროს საბჭოთა კავშირის დოგმები, ის სისასტიკე, მრისხანება, უფლებების შეზღუდვა.
"საერთოდ, რუსეთს ყოველთვის შურდა ქართველების, ჩვენ ვიცით ხომ? არ მოსწონდა, რომ ასეთი პატარა ერი ვართ და ყველაფერში ნიჭიერები ვართ. მეცნიერებაში ნიჭიერები, სიმღერაში, ცეკვაში, მხატვრობაში, კინემატოგრაფიაში.
გენეტიკურად კოდში გვიწერია ქართველებს, რომ ჩვენ ყოველთვის გადავრჩებით“, - განაცხადა მარიამ ნაკანმა "TV პირველთან“ ინტერვიუში.