"შეიძლება ანწუხელიძეც გმირი იყოს და ადამიანიც, რომელიც ილანძღება და საპასუხო ლანძღვის მიღების მერე ხდება გმირი?" - რას წერს თამუნა მუსერიძე?
ჟურნალისტი, თამუნა მუსერიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ საზოგადოებაში სიტყვა გმირის მნიშვნელობა გაუფასურდა.
"სამწუხაროდ დამბლოკეს და პოსტის გაზიარების მიზეზი არ ჩანს შესაბამისად ხალხა გონია, რომ გიჟივით ტყუილად ვილანძღები არაუშავს, აქ გავაგრძელებ. შეიძლება ანწუხელიძეც გმირი იყოს და ადამიანიც, რომელიც ილანძღება და საპასუხო ლანძღვის მიღების მერე ხდება გმირი? ანუ "გმირი"-ს განმარტება გამაგებინეთ!", - წერს თამუნა მუსერიძე.