თეგებით ძიება

"მხედველობის ფუნქცია დაქვეითებულია, მაგრამ შენარჩუნებული, ხედავს, შეუძლია ობიექტების გარჩევაც" - ექიმი ალექსანდრე თირქიას მდგომარეობაზე

ინ­გო­როყ­ვას კლი­ნი­კის კლი­ნი­კუ­რი დი­რექ­ტო­რის, კა­ხა­ბერ ჭე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, აქ­ცი­ა­ზე და­შა­ვე­ბუ­ლი 22 წლის ალექ­სან­დრე თირ­ქი­ას ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლია, ექი­მე­ბი რე­ა­ნი­მა­ცი­ი­დან მისი პა­ლა­ტა­ში გა­დაყ­ვა­ნის სა­კი­თხზე მსჯე­ლო­ბენ.

„ყვე­ლა პა­რა­მეტ­რით გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა გახ­ლავთ. ცნო­ბი­ე­რია, კონ­ტაქ­ტი სრუ­ლი­ად მყარ­დე­ბა, თვი­თონ ითხოვს წა­მოდ­გო­მა­საც, უკვე მო­ხერ­ხდა თვა­ლის ფუნ­ქცი­ის შე­ფა­სე­ბა და სა­ბედ­ნი­ე­როდ, მხედ­ვე­ლო­ბის ფუნ­ქცია, მარ­თა­ლია დაქ­ვე­ი­თე­ბუ­ლია, მაგ­რამ ფუნ­ქცია შე­ნა­ხუ­ლი გახ­ლავთ. ხე­დავს, შე­უძ­ლია ობი­ექ­ტე­ბის გარ­ჩე­ვაც. ასე რომ, ახლა გა­და­წყდე­ბა რე­ა­ნი­მა­ცი­ი­დან ჩვე­უ­ლებ­რივ პა­ლა­ტა­ში გა­დაყ­ვა­ნის სა­კი­თხი. ჯერ არ არის გა­და­წყვე­ტი­ლი. მისი ამ­ჟა­მინ­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა თა­ვი­სუფ­ლად შე­თავ­სე­ბა­დია პა­ლა­ტა­ში გა­დაყ­ვა­ნის სა­კი­თხთან“, - გა­ნა­ცხა­და კა­ხა­ბერ ჭე­ლი­ძემ.

ცნო­ბის­თვის, თბი­ლის­ში მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ებ­ზე და­შა­ვე­ბუ­ლი 22 წლის ბიჭი ინ­გო­როყ­ვას კლი­ნი­კის რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში მკურ­ნა­ლობს.

ექი­მე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მას სკალ­პის ღია ჭრი­ლო­ბა, შუბ­ლის ძვლის და თვალ­ბუ­დის და ზედა კი­დის კედ­ლის მო­ტე­ხი­ლო­ბა და შუბ­ლის წი­ლის კონ­ტუ­ზი­უ­რი და­ზი­ა­ნე­ბა აღე­ნიშ­ნე­ბო­და. ექი­მის, ნინო ხა­რა­იშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ბიჭს თვა­ლის კაკ­ლე­ბის მთლი­ა­ნო­ბა შე­ნა­ხუ­ლი აქვს. მი­სი­ვე თქმით, პა­ცი­ენტს თა­ვის ტვი­ნის გარ­სებ­ში ტრავ­მუ­ლი სის­ხლჩაქ­ცე­ვე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბო­და, რის გა­მოც ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და. ამის შემ­დეგ ის მე­დი­კა­მენ­ტო­ზუ­რი ძი­ლის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბო­და.

შე­გახ­სე­ნებთ იმა­საც, რომ არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 22 წლის ბიჭს რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე გა­მარ­თულ აქ­ცი­ა­ზე, თვალ­ში, სა­ვა­რა­უ­დოდ, ე.წ. გა­ზის კაფ­სუ­ლა მოხ­ვდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა