თეგებით ძიება

"დღეს ტელევიზორის ყიდვას ვაპირებდი, რომ გამეგო ქვეყნის თავს რა ხდებოდა და უცებ მითხრეს, "უნდა წაგიყვანონო“, მეგონა, საცემრად მივყავდი..." - ალეკო ელისაშვილი

ახლა უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბი იყ­ვნენ გა­რეთ და ეს მო­ღა­ლა­ტე­ე­ბი ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­დან გავ­ყა­როთ,- ამის შე­სა­ხებ კო­ა­ლი­ცია "ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, ახლა ის სხვა პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის იბ­რძო­ლებს.

"ეს არა­ფერს არ ნიშ­ნავს, აბ­სო­ლუ­ტუ­რად დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, რომ იან­ვრის ბო­ლომ­დე მო­მი­წევ­და ცი­ხე­ში ყოფ­ნა და არა­ფე­რი დამ­თავ­რე­ბუ­ლა, ახლა იწყე­ბა ყვე­ლა­ფე­რი. ყვე­ლა­ზე მე­ტად ვიბ­რძო­ლებ, რომ ყვე­ლა პო­ლიტ­პა­ტი­მა­რი, რო­მე­ლიც და­კა­ვე­ბუ­ლი, გა­ზა­ფხუ­ლის აქ­ცი­ე­ბი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, ჩემი უახ­ლო­ე­სი ადა­მი­ა­ნი "ოკ­მე­ლა“ ზის, ძა­ლი­ან ვაჟ­კა­ცი ქარ­თვე­ლი ბიჭი და სხვა ნა­წა­მე­ბი და ნა­ცე­მი პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც იბ­რძვი­ან უკე­თე­სი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის, ახლა უფრო ხმა­მაღ­ლა ვიბ­რძო­ლებ, სა­ნამ ისი­ნი გა­რეთ არ იქ­ნე­ბი­ან. არ ვთვლი, რომ ჩემს თავს რა­ი­მე სა­სი­ხა­რუ­ლო ხდე­ბა, რად­გან მე შე­გუ­ე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, რომ ახალ წელ­საც და ჩემს და­ბა­დე­ბის დღე­საც ცი­ხე­ში შევ­ხვდე­ბო­დი.

მად­ლო­ბა ყვე­ლას, ვინ ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში რუს­თა­ველ­ზე ჯი­უ­ტად იდგა და აპ­რო­ტეს­ტებ­და. ახლა უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბი იყ­ვნენ გა­რეთ და ეს მო­ღა­ლა­ტე­ე­ბი ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­დან გავ­ყა­როთ.

დღეს დი­ლით ტე­ლე­ვი­ზო­რის ყიდ­ვას ვა­პი­რებ­დი, რომ გა­მე­გო ქვეყ­ნის თავს რა ხდე­ბო­და და უც­ბად მი­თხრეს, რომ პრო­ცეს­ზე მივ­დი­ო­დი. ვე­რაფ­რით ვი­ჯე­რებ­დი, ად­ვო­კატ­თან კონ­ტაქ­ტი არ მქონ­და. გუ­ლახ­დი­ლად რომ გი­თხრათ, მე­გო­ნა სა­ცემ­რად მივ­ყავ­დი, იმი­ტომ, რომ ისე მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, "უნდა წა­გიყ­ვა­ნონ, უნდა წა­გიყ­ვა­ნო­ნო“, მეთ­ქი არ ეგო­ნოთ, რომ მე­ში­ნია და ბად­რა­გის მან­ქა­ნას ვე­ლო­დე­ბო­დი. აღ­მოჩ­ნდა, რომ გა­რეთ მიშ­ვებ­დნენ.

პრო­კუ­რა­ტუ­რას სა­მარ­ცხვი­ნო პო­ზი­ცია ჰქონ­და, უცხო­ეთ­ში ელი­საშ­ვი­ლის კავ­ში­რე­ბი აქ­ვსო. 30-იან წლებ­ში ბოლ­შე­ვი­კე­ბის ტრი­ბუ­ნა­ლი და "ტრო­ი­კა“ რომ იყო, ზუს­ტად ეგრე იძახ­დნენ და ასა­მარ­თლებ­დნენ. ასე­თი არ­გუ­მენ­ტა­ცია იყო, რომ უცხო­ეთ­ში მი­ი­მა­ლე­ბაო და ამ 10 დღე­ში რა მოხ­და, არ მი­ვი­მა­ლე­ბი? არ ვიცი, რა მოხ­და. უცხო­ეთ­ში ხში­რად და­დი­ო­დაო, პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი ვი­ყა­ვი და დე­ლე­გა­ცი­ე­ბით დავ­დი­ო­დი. უცხო­ე­ლებ­მა, ალ­ბათ, ამათ ქე­ჩო­ში მი­ცეს ან რა­ი­მე მსგავ­სი. ჩემ­თვის დიდი შვე­ბა არ არის. პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბი სა­ნამ არ გა­მოვ­ლენ, მზად ვარ დღეს­ვე შევ­ბრუნ­დე უკან, პრობ­ლე­მა არ არის“, - გა­ნა­ცხა­და ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, სა­სა­მარ­თლომ ალე­კო ელი­საშ­ვი­ლი სა­სა­მარ­თლო­დან 4000- ლა­რი­ა­ნი გი­რა­ო­თი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა