თეგებით ძიება
16. 12. 2024 მსოფლიო

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-15 პაკეტი მიიღო

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-15 პაკეტი მიიღო. საუბარია ეკონომიკურ და ინდივიდუალურ შემზღუდავ ზომებზე.

ევროკავშირის საბჭოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სანქციები მოიცავს 54 ინდივიდს და 30 ორგანიზაციას, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ქმედებებზე, რომლებიც ძირს უთხრის ან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას.

მათივე ცნობით, ევროკავშირის სამიზნეში მოხვდა რუსეთის თავდაცვის სფეროში მომუშავე კომპანიები და გადამზიდავი კომპანიები, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების საზღვაო ტრანსპორტირებაზე, რაც მნიშვნელოვან შემოსავალს წარმოადგენს რუსეთის მთავრობისთვის.

სანქციები ასევე მოიცავს ქიმიურ ქარხანას და სამოქალაქო რუსულ ავიაკომპანიას, რომელიც წარმოადგენს რუსეთის არმიის ლოგისტიკური მხარდაჭერის მნიშვნელოვან მიმწოდებელს. ასევე, პირველად, შეზღუდვები უწესდება სხვადასხვა ჩინურ სუბიექტს, რომლებიც საავიაციო კომპონენტებით ამარაგებენ რუსულ მხარეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა