თეგებით ძიება

ორდიპლომიანი ტაქსისტების ქვეყანაში უდიპლომო პრეზიდენტი გვყავს - ნიკა გვარამია

ორდიპლომიანი ტაქსისტების ქვეყანაში უდიპლომო პრეზიდენტი გვყავს - ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენელი, ვისაც შეუძლია ქართველი ხალხის სახელით ისაუბროს არის და რჩება სალომე ზურაბიშვილი , - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ საპატიმროს დატოვების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, არ შეიძლება, არალეგიტიმური პარლამენტის არსებობა ქვეყანაში.

„არ შეიძლება, არალეგიტიმური პარლამენტის არსებობა ქვეყანაში. ყველაფერი, რაც „ქართულმა ოცნებამ“, არალეგიტიმურმა და თვითგამოცხადებულმა პარლამენტმა მიიღო, ვინც დანიშნა, იქნება ეს მთავრობა თუ გუშინდელი კარიკატურული პრეზიდენტი. ორდიპლომიანი ტაქსისტების ქვეყანაში უდიპლომო პრეზიდენტი გვყავს. ეს არ მიმაჩნია საერთოდ აღნიშვნის ღირსად. ამ ქვეყნის ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენელი, ვისაც შეუძლია ქართველი ხალხის სახელით ისაუბროს არის და რჩება სალომე ზურაბიშვილი, ვიდრე არ იქნება ახალი არჩევნები და არ შეიცვლება ხელისუფლება. შესაძლოა, მერეც დარჩეს სალომე ზურაბიშვილი. მე ვისურვებდი ამას“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა