ეკლესია არასოდეს უნდა იყოს ხელისუფლების მხარეს, ეკლესია ყოველთვის უნდა იყოს ხალხის მხარეს - მეუფე საბა
ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი, მეუფე საბა ინწკირველი ქადაგების დროს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ “ეკლესია არასოდეს უნდა იყოს ხელისუფლების მხარეს, ეკლესია ყოველთვის უნდა იყოს ხალხის მხარეს“.
როგორც სასულიერო პირი ქადაგებისაში ამბობს, “ძალაუფლებაში მყოფი ადამიანების მხარეს ყოფნა არ არის ეკლესიის მოწოდება, არამედ ეკლესიის მოწოდება არის ის, რომ დაიცვას ყოველთვის ის, ვისაც ძალაუფლება არა აქვს.“
და მე ყოველთვის შევეცდები, რომ ვიყო ყოველთვის, კარგი გაგებით, ხელისუფლების ოპოზიცია და ყოველთვის ვთქვა სათქმელი, როდესაც ისინი თავის ძალაუფლებასა და ძალას გადააჭარბებენ და დავინახავ, რომ ისინი ხალხის მხარეს არ დგანან.
ბევრი მინახავს, რომ კარგად მყოფობაში როცა არის, ფული რომ აქვს, სიმდიდრე რომ აქვს, ხალხი ეხვევა გარს, მაგრამ როგორც კი დაკარგავს სიმდიდრესა და ფულს, მინახავს, რომ მეგობრები აღარ მცნობენო, როცა გაჭირვება აქვს.
ყველაფერი დაგვაკარგინეს, სპორტსმენები და ხელოვანები, რომლებიც ჩვენთვის საყვარელი ხალხია, გახადეს მხარე. იმითაც დაგვცინეს, რომ დღეს ფეხბურთელი პრეზიდენტი გვყავს.
შენ იქნები ამერიკის, ევროპის, რუსეთის თუ ერთი ადამიანის მონა, მაინც მონა ხარ. მინდა ისეთი ქვეყანა გვქონდეს, სადაც თავისუფლების გამო არ დამიჭერენ და სამსახურიდან არ გამომაგდებენ, ესეთი ქვეყანა მინდა მქონდეს, რომელიც არ მაქვს“, - განაცხადა მეუფე საბამ.