ზელენსკი ინაუგურაციაზე არ მომიწვევია - დონალდ ტრამპი
აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი არ მიუწვევია თავის ინაუგურაციაზე, რომელიც 20 იანვარს გაიმართება.
მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვაზე - მოიწვიეთ თუ არა ზელენსკი ინაუგურაციაზე? - ტრამპმა უპასუხა:
არა, არ მომიწვევია, თუმცა თუ მას სურს ჩამოსვლა, დავპატიჟებდი. მაგრამ მე ის არ მომიწვევია.