რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე მომხდარი დაპირისპირებისას 2 პირი დააკავეს
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს, საპატრულო პოლიციის მიერ ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 2 პირი. მომხდარზე გამოძიება 126-ე მუხლით დაიყო, რაც ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს.
ცნობისთვის, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული უცნობი პირები ჯერ მეტროში დაუპირისპირდნენ მგზავრებს და შემდეგ რუსთაველის მეტროდან პარლამენტის მიმართულებით წავიდნენ, რა დროსაც კიდევ რამდენიმე დაპირისპირება მოხდა.