თეგებით ძიება

დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის გაუქმება პირველი ეტაპია უვიზო მიმოსვლის საბოლოო გაუქმებისკენ - სალომე სამადაშვილი

დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის გაუქმება პატარა საქმე არ არის, რადგან, რეალურად, ეს პირველი ეტაპია უვიზო მიმოსვლის საბოლოო გაუქმებისკენ , - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცმაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები რომ ჩატარებულიყო, დღეს მიიღებდნენ გადაწყვეტილება, რომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები უნდა გაიხსნას.

„დღევანდელი დღე ჩემთვის ძალიან სევდიანი და მძიმეა, რადგან ქვეყანაში რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩატარებულიყო, საქართველოსთან დაკავშირებით დღეს მიღებული იქნებოდა გადაწყვეტილება, რომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები უნდა გაიხსნას, იანვრიდან ამ მიმართულებით უკვე აქტიური მუშაობა დაიწყებოდა და ამის ნაცვლად, ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველო იმასაც კარგავს, რაც ჰქონდა. დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის გაუქმება პატარა საქმე არ არის. რადგან რეალურად, ეს პირველი ეტაპია უვიზო მიმოსვლის საბოლოო გაუქმებისკენ იმიტომ, რომ როდესაც უვიზო მიმოსვლა შემოვიდა, ჯერ დიპლომატიურ პასპორტს შეეხო და შემდეგ ყველას“, - განაცხადა სამადაშვილმა.

შეგახსენებთ, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების აუცილებლობაზე შეთანხმდნენ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა