თეგებით ძიება

"12 წელია “ნაციონალური მოძრაობა“ არის დევნილი - თუ ვინმეს ნიღბით მიუვარდნენ და თავში ჩაარტყეს, “ნაციონალური მოძრაობა“ იყო“ - ლევან ხაბეიშვილი

“რა და­ამ­შვი­დებს ამ ქვე­ყა­ნას? - ახა­ლი არ­ჩევ­ნე­ბი. ოღონდ უნდა გვახ­სოვ­დეს ყვე­ლას, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი და ლი­ლუ­აშ­ვი­ლი თუ ჩა­ა­ტა­რე­ბენ ერ­თად რუ­სე­თის არ­ჩევ­ნებს, ასე არ გა­მო­ვა,“ - ამის შე­სა­ხებ “ერ­თი­ა­ნო­ბა-ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ პო­ლიტ­საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რემ, ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვილ­მა “ტვ პირ­ვე­ლის“ ეთერ­ში გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, აუ­ცი­ლე­ბე­ლია ახა­ლი არ­ჩევ­ნე­ბი ჩა­ტარ­დეს თა­ვი­სუ­ფალ გა­რე­მო­ში და პო­ლი­ტი­კო­სებ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რო­მე­ლიც უკვე მე­ცხრა­მე­ტე დღეა აქ­ცი­ა­ზე დგას, ხელი არ უნდა შე­უ­შა­ლონ.

“ჩვე­ნი როლი რა არის იცით? მაქ­სი­მა­ლუ­რად ვე­ცა­დოთ ამ ხალ­ხს ხელი შე­ვუ­წყოთ. ერთი რამე მინ­და ვთქვა. რომ მო­დი­ან და გაკ­რა­ვენ ხოლ­მე, ამ პარ­ტი­ას - იმ პარ­ტი­ას... ჯერ ერთი ყვე­ლა­ზე დიდი პარ­ტია არის დღეს რუს­თა­ვე­ლის გამ­ზი­რი.

როცა ლა­პა­რა­კო­ბენ 7 ნო­ემ­ბერ­ზე, 20 წლის ვი­ყა­ვი 7 ნო­ემ­ბერ­საც, მაგ­რამ მა­ში­ნაც პო­ლი­ტი­კუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა დად­გა, გა­დად­გა პრე­ზი­დენ­ტი იმ ერთი დღის გამო, არ მო­სა­წო­ნი საქ­ცი­ე­ლე­ბის გამო გა­დად­გა და არ­ჩევ­ნე­ბი ჩა­ტარ­და.

ერთ დღის გამო კი არა, 16 დღეა ადა­მი­ა­ნე­ბის წა­მე­ბას გეგ­მა­ვენ. აგერ “ტი­ტუშ­კე­ბი“ მი­უგ­ზავ­ნეს, წა­მე­ბა, არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბა, ეს ვერ შერ­ჩე­ბა ამათ.

12 წე­ლია “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ არის დევ­ნი­ლი. თუ ვინ­მეს ნიღ­ბით მი­უ­ვარ­დნენ და თუ ვინ­მეს თავ­ში ჩა­არ­ტყეს, უსა­მარ­თლოდ მო­ექ­ცნენ, “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ იყო. 2012 წლი­დან ვართ ამ რეპ­რე­სი­ებ­ში. თუ ვინ­მე არის დევ­ნი­ლი ამ ქვე­ყა­ნა­ში, ჩვე­ნი პარ­ტი­ის წევ­რე­ბი არი­ან.

და­ვამ­თავ­როთ, გა­ვის­ტუმ­როთ ივა­ნიშ­ვი­ლი, ჩა­ვა­ტა­როთ არ­ჩევ­ნე­ბი და მერე გა­და­წყვი­ტოს ხალ­ხმა,“ - გა­ნა­ცხა­და ხა­ბე­იშ­ვილ­მა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა