თეგებით ძიება

როგორც კი პოლიტიკური ვითარება დასტაბილურდა, ლარის კურსმაც გამყარება დაიწყო, ეროვნული ბანკი ახერხებს არსებითი ინტერვენციების გარეშე ლარის კურსის სტაბილურობის უზრუნველყოფას - კობახიძე

როგორც კი პოლიტიკური ვითარება დასტაბილურდა, მაშინვე თვითონ დაიწყო ლარის კურსმაც გამყარება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ამ დღეების განმავლობაში უმნიშვნელო ინტერვენცია გახდა საჭირო.„ეროვნული ბანკი ახერხებს რაიმე არსებითი ინტერვენციების გარეშეც ლარის კურსის სტაბილურობის უზრუნველყოფას და კიდევ ერთხელ მადლობას გადავუხდი ეროვნულ ბანკს ამისათვის“, -  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა