თეგებით ძიება

“მარშებში ერთი და იგივე ადამიანები მონაწილეობენ, რომლებიც ძალიან სწრაფად იცვლიან ტანსაცმელს“ - კახა კალაძე

“მარ­შებ­ში ერთი და იგი­ვე ადა­მი­ა­ნე­ბი მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ, რომ­ლე­ბიც ძა­ლი­ან სწრა­ფად იც­ვლი­ან ტან­საც­მელს - ვფიქ­რობ, ამ ყვე­ლა­ფერ­ში კარ­გად არი­ან ნა­ვარ­ჯი­შე­ვი, რად­გან მარ­ტი­ვი არ არის ერთი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ერთ, მე­ო­რე და მე­სა­მე აქ­ცი­ა­ზე მიხ­ვი­დე! სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ცე­სე­ბია!“ - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს პარ­ტია “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა კახა კა­ლა­ძემ გა­ნუ­ცხა­და.

კა­ლა­ძემ აქვე აღ­ნიშ­ნა, რომ პო­ზი­ცი­ე­ბის მშვი­დო­ბი­ან ფორ­მა­ში გა­მო­ხატ­ვა ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს შე­უძ­ლია. მისი თქმით, “არ­ჩევ­ნებ­ში და­მარ­ცხე­ბის შემ­დეგ, რა­დი­კა­ლურ­მა ოპო­ზი­ცი­ურ­მა ძა­ლებ­მა ყვე­ლა რე­სურ­სი გა­მო­ი­ყე­ნა, თუმ­ცა ქვე­ყა­ნა­ში “ნაც­მა­ი­და­ნი“ არ შედ­გა“.

“რაც შე­ე­ხე­ბა საფრ­თხე­ებს, წინა წლე­ბიც რომ გა­ვიხ­სე­ნოთ, რე­ვო­ლუ­ცი­ის მო­წყო­ბის რამ­დე­ნი მცდე­ლო­ბა იყო. ხან ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი გვი­წყობ­დნენ რე­ვო­ლუ­ცი­ას, ხან არა­სამ­თავ­რო­ბო­ე­ბი, ე.წ. რა­დი­კა­ლუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბე­ბი. ახლა უკვე ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­ერ­თი­ა­ნეს. ისი­ნი არ­ჩევ­ნებ­ში და­მარ­ცხდნენ და ძა­ლი­ან მწა­რედ მი­ი­ღეს, რომ მო­სახ­ლე­ო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბამ მათ უთხრა - არა, რად­გან ქვე­ყა­ნა­ში ბო­რო­ტე­ბა, უსა­მარ­თლო­ბა, სის­ხლისღვრა არას­დროს დაბ­რუნ­დე­ბა და წარ­სულ­ში დარ­ჩე­ბა. ამა­ზე გა­ბო­რო­ტე­ბუ­ლებ­მა ყვე­ლა რე­სურ­სი გა­მო­ი­ყე­ნეს, მათ შო­რის, სა­ჯა­რო სამ­სა­ხურ­ში და­საქ­მე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბიც კი ჩარ­თეს, მაგ­რამ ქვე­ყა­ნა­ში “ნაც­მა­ი­და­ნი“ არ შედ­გა, სა­ხელ­მწი­ფო გა­დატ­რი­ა­ლე­ბის, სის­ხლისღვრის და და­პი­რის­პი­რე­ბის მო­წყო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას არა­ვის მივ­ცემთ.

გა­და­ხე­დეთ წინა წლებ­ში რამ­დენ­ჯერ იყო რე­ვო­ლუ­ცი­ის მო­წყო­ბის მცდე­ლო­ბა, მაგ­რამ ახლა ყვე­ლა ძალა გა­ა­ერ­თი­ა­ნეს და ვნა­ხეთ, რაც ხდე­ბო­და რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე“, - გა­ნა­ცხა­და თბი­ლი­სის მერ­მა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა