თეგებით ძიება

„პატიმრად კი არა, ტყვედ მიიჩნევს თავს“ - საპროტესტო აქციაზე დაკავებულმა ვეფხია კასრაძემ შიმშილობა დაიწყო

საპროტესტო აქციაზე დაკავებულმა ვეფხია კასრაძემ შიმშილობა დაიწყო - ამის შესახებ ინფორმაციას  უფლებადამცველი, კახა კოჟორიძე ავრცელებს.

კოჟორიძე ამბობს, რომ დაკავებულთან შეხვედრაზე იმყოფებოდა, რა დროსაც მან უთხრა, რომ თავს პატიმრად კი არა, ტყვედ მიიჩნევს.

უფლებადამცველის თქმით, კასრაძე მძიმე სენს ებრძვის, თუმცა ამის აფიშირება არ მოუხდენია.

შიმშილობა დაიწყო ვეფხია კასრაძემ, ციხეში შევხვდი. მითხრა, რომ პატიმრად კი არა, ტყვედ მიიჩნევს თავს.

ვეფხიას ბრალად ედება ჯგუფური ძალადობის ორგანიზება. პროცესზე პროკურორს ვკითხე: დამისახელეთ ერთი პირი, ვისი ძალადობრივი ქმედებაც ვეფხიამ დააორგანიზა. პასუხი არ არის! მერე კიდევ ვკითხე: ვეფხიას მიერ ,,დაორგანიზებულ" ქმედებას რა კანონსაწინააღმდეგო შედეგი მოჰყვა? პასუხი ისევ არ არის. შესაბამისად, იურიდიული საფუძველიც არ არის!

პროკურორმა თქვა, მტკიცებულებას გაანადგურებს და მაგიტომ უნდა იყოს პატიმრობაშიო. საქმეში მტკიცებულება არ დევს და რა უნდა გაანადგუროს??? ან როგორ უნდა გაანადგუროს?

მიიმალებაო... კაცი არის ვეტერანი, ამ ქვეყნის ერთიანობისთვის მებრძოლი. 5 შვილის მამა. მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად ცხოვრობს საოკუპაციო ხაზთან ერგნეთში. სხვაგანაც აქვს სახლი, მაგრამ იქ ცხოვრობს, საიდანაც ადამიანებს იტაცებენ. მამისეული ფუძე უყვარს, სახლს და სოფელს იცავს, შვილების უსაფრთხოებასაც კი რისკავს და ამ კაცზე ამბობენ, გამოძიებას დაემალებაო - 30 წელია მტრის ტყვიას და ტანკს არ დამალვია!!!

ფსიქოლოგიურად მხნედ არის, მაგრამ მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა აქვს. თავად ამაზე ლაპარაკი არ უნდა, არც პროცესზე უთქვამს, მაგრამ როგორც ოჯახის წევრები მეუბნებიან, აქვს სიმსივნე.

ხოდა, არ შეიძლება ეს კაცი ციხეში იჯდეს! თავისუფლება მას და ყველა უკანონო პატიმარს!“, - წერს კოჟორიძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა