თეგებით ძიება
17. 12. 2024 მსოფლიო

ტრამპმა გაზეთ Des Moines Register-ისა და სოციოლოგ სელცერის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სარჩელი შეიტანა გაზეთ Des Moines Register-ისა და სოციოლოგ ჯ. ენ სელცერის წინააღმდეგ არჩევნების წინა დღეს გამოქვეყნებული გამოკითხვის გამო, რომელიც აიოვის შტატში კამალა ჰარისის მნიშვნელოვან უპირატესობაზე მიუთითებდა. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედია ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ საპრეზიდენტო არჩევნების წინა დღეს გამოქვეყნებულ გამოკითხვაში ნათქვამი იყო, რომ კამალა ჰარისი დონალდ ტრამპს აიოვის შტატში 3%-ით უსწრებდა, თუმცა ტრამპმა შტატში 14%-ის სხვაობით გაიმარჯვა.

დონალდ ტრამპის სარჩელში ნათქვამია, რომ გამოქვეყნებული გამოკითხვა განზრახ იყო გავრცელებული და ის, როგორც „არჩევნებში ჩარევა“ შეაფასა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა