ნატო-ს თუ მშვიდობა სურს, უნდა მოემზადოს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ თავდაცვითი ომისთვის - ესტონეთის პრემიერ-მინისტრი
ნატო-ს თუ მშვიდობა სურს, უნდა მოემზადოს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ თავდაცვითი ომისთვის, რომელიც შეიძლება დაიწყოს მომდევნო ხუთიდან ათ წლამდე პერიოდში, – ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კრისტენ მიხალმა „თაიმსთან” ინტერვიუში განაცხადა.
ესტონეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, ნატო-ს წევრები აპირებენ, გაზარდონ თავიანთი მთლიანი თავდაცვის ხარჯები თითოეული ქვეყნის მშპ-ის 3 პროცენტამდე.
„რუსეთს აქვს მენტალიტეტი, რომ ომი არის რაღაც წმინდა, რომ ეს არის წმინდა ომი და ისინი ყველას წინააღმდეგ არიან. ისინი ევროპას ეწინააღმდეგებიან, ნატო-ს ეწინააღმდეგებიან, აშშ-ს ეწინააღმდეგებიან, და ამ გზიდან გადახვევის ერთადერთი გზა არის მასზე უფრო დიდთან ან ძლიერთან შეხვედრა. რუსეთს არ განუმარტავს, რომ პუტინმა მიზნები შეცვალა. ჩემი შეფასებით, ის მიზნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიცვლის, თუ სანაცვლოდ მიიღებს არანაკლებ ძალას. რაც ჩვენთვის თავაზიანობაა, მისთვის სისუსტეა, როგორც უკვე ვნახეთ ბევრ მსგავს სიტუაციაში: ის ამით სარგებლობს“, – განაცხადა კრისტენ მიხალმა.
ესტონეთში მიაჩნიათ, რომ თუ უკრაინა მოახერხებს გაზაფხულამდე გაძლებას, რუსეთის დიქტატორი ვლადიმერ პუტინი საკუთარი რეჟიმის მზარდი უკმაყოფილების წინაშე აღმოჩნდება.