რუსთაველის გამზირი გადაიკეტა - საპროტესტო აქციაზე მოქალაქეები იკრიბებიან
პროტესტის მე-20 დღე - თბილისში, რუსთაველის გამზირზე მოქალაქეები იკრიბებიან. ტერიტორია უკვე გადაკეტილია.
მოქალაქეები პარლამენტთან მყოფ აქციის მონაწილეებს სხვადასხვა ადგილიდან მსვლელობით უერთდებიან.
ინფორმაციისთვის, მოქალაქეები „ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს. მათი მოთხოვნა უცვლელია - დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ პროტესტის დროს დაკავებული მოქალაქეები.