"მომსახურების სფეროსთვის რამის გაკეთება აბსურდია, როცა მათი სტუმრები ციხეში არიან" - ლუკა ნაჭყებია
"მომსახურების სფეროსთვის რამის გაკეთება აბსურდია, როცა მათი სტუმრები ციხეში არიან" - ლუკა ნაჭყებია
"დეზერტირების ბაზართან" შეკრებილმა სტუმარ-მასპინძლობის სფეროს წარმომადგენლებმა დღეს საპროტესტო მსვლელობა გამართეს და რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მივიდნენ.
აქციის მონაწილეები სკანდირებენ - "თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს", "საქართველოს გაუმარჯოს".
საპროტესტო მსვლელობაში ცნობილი მზარეულები, აქტივისტები, სტუდენტები და მოქალაქეები მონაწილეობენ. მსვლელობას საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟიც მოჰყვებოდა.
"ჩამონგრევის პირას არის ეკონომიკა, მეორე, უამრავი ადამიანია პატიმრობაში. მომსახურების სფეროსთვის რამის კეთება აბსურდია, როცა მათი სტუმრები ციხეში არიან. ამიტომ რაც არ უნდა ხდებოდეს, ის ხალხი გამოშვებული უნდა იყოს ციხიდან. ეკონომიკური მდგომარეობა უარესდება და ამას აბრალებენ იმ ხალხს, ვინც აქციაზეა. ეს აბსურდია. თუ არ მუშაობს ეკონომიკურად ქვეყანა იმ ხალხის გამო, ვინც აქციაზე, ესე იგი ის ხალხი ეკონომიკის ნაწილია და დაუჯერონ იმ ხალხს, ვინც ამ სფეროებშია. თუ ეკონომიკა მძიმე მდგომარეობაშია ეს იმის გამო, რომ სახელმწიფო არასწორ გადაწყვეტილებებს იღებს" - თქვა შეფმა ლუკა ნაჭყებიამ, რომელიც დღევანდელ მსვლელობას შეუერთდა.