თეგებით ძიება

უცბად მოვარდა, მირტყამდა, შემდეგ მომეხმარნენ და გაიქცა - გიორგი ვაშაძის თქმით, აქციაზე თავს დაესხნენ

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, აქციაზე თავს დაესხნენ.

როგორც პოლიტიკოსი ამბობს, ე.წ ტიტუშკა მისთვის გაურკვეველი საგნის ყელში დარტყმას ცდილობდა, თუმცა ვერ მოახერხა.

მისივე თქმით, მან მოახერხა იმ იარაღის წართმევა, რომლითაც დაზიანების მიყენებას ცდილობდა.

ამით დამესხა თავს, რომლის ვიდეო კადრებიც არის, ვინ არის ეს პიროვნება ჩანს. ყელში მირტყამდა, ყველაფერი კარგადაა, კარგად ვარ.

კობახიძეს და ივანიშვილს ვეუბნები, რომ ამ ყველა ტიტუშკას თქვენს წინააღმდეგ ექნება ჩვენება მიცემული.

უცბად მოვარდა, მირტყამდა, შემდეგ მომეხმარნენ და გაიქცა“, - ამბობს ვაშაძე.

ვაშაძეს აქვს ვიდეო კადრები, სადაც კარგად ჩანს თავმდამსხმელის სახე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა