თბილისში დღეს დაგეგმილი აქციების განრიგი
დღეს, 18 დეკემბერს თბილისში რამდენიმე აქციაა-მსვლელობაა დაგეგმილი.
აქციები გაიმართება:
13:00 - გაფიცვა;
14:00 - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მშობლების მარში - პირველი რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტამდე;
15:00 - სახალხო დისკუსია - FABRIKA - JUNGLE ROOM;
18:00 - მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლის მარში - მარჯანიშვილის მოედნიდან პარლამენტამდე;
18:00 – CU (კავკასიის უნივერსიტეტის) მარში - სააკაძის მოედნიდან პარლამენტამდე;
18:00 – ევროპული ფონდების ყოფილი სტიპენდიატების პროტესტი - განათლების სამინისტროდან პარლამენტამდე;
19:00 - მრავალფეროვნების მარში - პირველი რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტამდე;
19:00 - აქცია საქართველოს პარლამენტთან;
20:00 - მასწავლებლები ევროპული მომავლისთვის - განათლების სამინისტროდან (დ. უზნაძის 52) პარლამენტამდე;
დღის ბოლოს მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ შეიკრიბებიან.
აქციის მოთხოვნაა ახალი - თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება, ასევე დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლება.