თეგებით ძიება

პრემიერის მხრიდან დიალოგის შეთავაზება კიდევ გაჟღერდა და იმედია, ამით ისარგებლებენ თუნდაც, ახალგაზრდები - დავით მათიკაშვილი

საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი იმედოვნებს, რომ ახალგაზრდები ისარგებლებენ დიალოგის შესახებ პრემიერ-მინისტრის შეთავაზებით.

„გამბედაობაა საჭირო იმისთვის, რომ პრემიერის შემოთავაზება მიიღო. მთელი ამ ხნის განმავლობაში რადიკალები ცდილობდნენ საზოგადოების მოტყუებას. გვახსოვს, ორი ადამიანი შუა გზიდან უკან დაბრუნდა, გამბედაობა არ ეყოთ, რომ პრემიერამდე მისულიყვნენ. პრემიერის მხრიდან რამდენჯერმე იყო დიალოგის შეთავაზება და კიდევ გაჟღერდა და იმედია, რომ ამით ისარგებლებენ თუნდაც, ახალგაზრდები, გულწრფელი ადამიანები და პრემიერისგან მოისმენენ სიმართლეს”, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

საჯარო დისკუსიისთვის მზადყოფნის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ განაცხადა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა