თეგებით ძიება

ინფორმაცია, რომ საშობაო სოფელში მონაწილეობაზე 200-მა კომპანიამ უარი თქვა ტყუილია - კახა კალაძე

საშობაო სოფელში მონაწილეობის სურვილი 800-ზე მეტ კომპანიას ჰქონდა დაფიქსირებული, თუმცა როგორც დღეს კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ამ 800 კომპანიიდან ყველა განაცხადი ვერ დაკმაყოფილდება.

მისი თქმით, გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ რომ საშობაო სოფელში მონაწილეობის მსურველმა 200-მა კომპანიამ ამ ბაზრობებში მონაწილეობაზე უარი თქვა ტყუილია. კახა კალაძე ამტკიცებს, რომ ამ 200 კომპანიიდან საშობაო სოფელში მონაწილეობაზე მხოლოდ 9 კომპანიას ჰქონდა განაცხადი გაკეთებული.

„გასულ კვირას სხვადასხვა ვებგვერდზე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ თითქოს 200-მდე მეწარმემ, რომელიც დარეგისტრირებული იყო საახალწლო სოფელში მონაწილეობის მისაღებად, თითქოს 200-მდე მეწარმემ თქვა უარი. ეს არის ტყუილი და სიმართლეს არ შეესაბამება. მინდა საზოგადოებას სწორი ინფორმაცია მივაწოდო. ზოგადად მოთხოვნა 800-ზე მეტ კომპანიას ჰქონდა გაკეთებული, ვისაც საშობაო სოფელში მონაწილეობის სურვილი ჰქონდა. ცხადია, ყველას დაკმაყოფილებას ვერ ვახერხებთ და ბოდიში მინდა მოვუხადო იმ კომპანიებს, ვინც ვერ ხვდება საშობაო სოფელში.

რაც შეეხება 200 კომპანიას, გვაინტერესებდა სიმართლეს შეეფერებოდა თუ არა ეს ყველაფერი. როდესაც გადამოწმება დავიწყეთ და ჩვენმა შესაბამისმა სამსახურმა გადაამოწმა, აღმოჩნდა, რომ მხოლოდ 9 კომპანიას ჰქონდა განაცხადი გაკეთებული საშობაო სოფელთან დაკავშირებით, იმ კომპანიებიდან, რომელზედაც საუბარი იყო. ასე რომ არანაირი პრობლემა ამასთან დაკავშირებით არ არსებობს, 800-ზე მეტი კომპანია იყო და ყველას ვერ ვაკმაყოფილებთ, თუმცა ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სასიამოვნო გარემო და ნორმალური ვითარება იყოს“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე ინფორმაციით, საშობაო სოფელი 21 დეკემბერს ორბელიანის მოედანზე, დედა ენის ბაღში და იუსტიციის სახლის ავტოსადგომის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიხსნება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა