თეგებით ძიება

"მას შემდეგ, რაც რუსეთმა წააგო სირიაში, ვერ მოახერხა უკრაინაში ყველაფრის მიღწევა, ვერ მოიგო მოლდოვაში, უნდა მოიგოს საქართველოში? - არა" - პრეზიდენტი

"მას შემდეგ, რაც რუსეთმა წააგო სირიაში, მან უნდა მოიგოს საქართველოში? მას შემდეგ რაც ვერ მოახერხა უკრაინაში ყველაფრის მიღწევა, მან უნდა მოახერხოს ეს საქართველოში? მას შემდეგ რაც ვერ მოიგო მოლდოვაში, უნდა მოიგოს საქართველოში? წააგო რუმინეთში და მან უნდა მოიგოს საქართველოში? - არა." - განაცხადა პრეზიდენტმა ევროპარლამენტში, ევროდეპუტატების წინაშე სიტყვით გამოსვლისას:

"ნათელია, რომ ქართველები არ გაჩერდებიან, სანამ საქართველო არ მიიღებს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, რადგან ეს არის დემოკრატიული და პოლიტიკური გზა, ამ სიტუაციიდან გამოსვლისა, მაგრამ ეს არის ასევე თქვენი საკითხი. ეს ასევე ეხება ევროპას, ევროპის დამაჯერებლობას, კანდიდატის სტატუსის მიცემის შემდეგ საქართველოსთვის, ევროპამ არ უნდა დაუშვას, რომ ქვეყანა სხვა გზით წავიდეს. არ უნდა დაუშვას ევროპამ, რომ მთავარი პრინციპები დაირღვეს, ეს არის ასევე ევროპის სტრატეგიული ინტერესის საკითხი. 

თუ საქართველო ისევ რუსეთის კონტროლის ქვეშ ჩავარდება, მე არ ვლაპარაკობ სამხედრო ინტერვენციაზე, მე ვამბობ კონსტიტუციურ ინტერვენციას, შედეგები იქნება ძალიან მძიმე. ეს ეხება ყველაფერს რაც დაკავშირებულია ცენტრალურ და სამხრეთ აზიასთან. ეს ეხება სომხეთსაც.

მას შემდეგ, რაც რუსეთმა წააგო სირიაში, მან უნდა მოიგოს საქართველოში? მას შემდეგ რაც ვერ მოახერხა უკრაინაში ყველაფრის მიღწევა, მან უნდა მოახერხოს ეს საქართველოში? მას შემდეგ რაც ვერ მოიგო მოლდოვაში, უნდა მოიგოს საქართველოში? წააგო რუმინეთში და მან უნდა მოიგოს საქართველოში? - არა. ეს არის შეკითხვები თქვენთვის." მიმართა პრეზიდენტმა ევროპარლამენტარებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა