თეგებით ძიება

"ყველაფერს აკონტროლებს ერთი პარტია და ერთი პირი, რა რჩება ამ კონტროლის გარეთ? - ოპოზიციური მედია, არასამთავრობოები და მე" - პრეზიდენტი

არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ ჩვენ ვხე­დავთ ძა­ლი­ან გაძ­ლი­ე­რე­ბულ და დაჩ­ქა­რე­ბულ მოძ­რა­ო­ბას რუ­სე­თის გზა­ზე - ყვე­ლა­ფერს სა­ქარ­თვე­ლო­ში აკონ­ტრო­ლებს ერთი პარ­ტია, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტში სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, 28 ნო­ემ­ბერს ევ­რო­კავ­შირ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის შე­წყვე­ტის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა რე­ა­ლუ­რი მან­და­ტი­სა და უფ­ლე­ბის ქო­ნის გა­რე­შე გა­კეთ­და.

"არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ ჩვენ ვხე­დავთ ძა­ლი­ან გაძ­ლი­ე­რე­ბულ და დაჩ­ქა­რე­ბულ მოძ­რა­ო­ბას რუ­სე­თის გზა­ზე. არამ­ხო­ლოდ კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი მო­თხოვ­ნე­ბის დარ­ღვე­ვე­ბი, რო­მე­ლიც მოხ­და არ­ჩევ­ნე­ბის დროს, არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ. პარ­ლა­მენ­ტის პირ­ვე­ლი სე­სია შე­მიძ­ლია მო­ვიწ­ვიო მხო­ლოდ მე, მო­იწ­ვია პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ, რო­მე­ლიც არ იყო ამ დროს თავ­მჯდო­მა­რე, იგი არ იყო აღი­ა­რე­ბუ­ლი კონ­სტი­ტუ­ცი­ის მხრი­დან. სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს­თვის არ იყო მი­ცე­მუ­ლი დრო იმ სარ­ჩე­ლე­ბის გან­სა­ხილ­ვე­ლად, რო­მე­ლიც ჩვენ შე­ვი­ტა­ნეთ. ესეც კი­დევ ერთი არა­კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა, რო­მე­ლიც პარ­ლა­მენ­ტის პირ­ვე­ლი სე­სი­ის წინ მოხ­და. [28 ნო­ემ­ბერს] პრე­მი­ერ-მი­ნისტრს არ ჰქონ­და ლე­გი­ტი­მუ­რო­ბა, იმი­ტომ, რომ ძა­ლი­ან დიდი კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ დგას არ­ჩევ­ნე­ბი, მას ამ გან­ცხა­დე­ბის გა­სა­კე­თებ­ლად მან­და­ტი არ გა­აჩ­ნდა. კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში ნათ­ლა­დაა გა­წე­რი­ლი, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა ინ­სტი­ტუ­ცი­ამ უნდა გა­ა­კე­თოს ყვე­ლა­ფე­რი, რათა გა­მარ­ტივ­დეს ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ინ­ტეგ­რა­ცი­ის პრო­ცე­სი. აღ­ნიშ­ნუ­ლი კონ­სტი­ტუ­ცი­ის დიდი ნა­წი­ლი შე­ად­გი­ნა ამა­ვე პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, რო­მე­ლიც კონ­სტი­ტუ­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ წა­ვი­და და მან გა­ნა­ცხა­და, რომ წყვეტს მო­ლა­პა­რა­კე­ბებს. ისე­დაც არ მი­დი­ო­და მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი, მაგ­რამ ვე­ლო­დე­ბო­დით ამას. რე­ა­ლუ­რად მან შე­ა­ჩე­რა ევ­რო­პუ­ლი მო­მავ­ლის­კენ სვლა რე­ა­ლუ­რი მან­და­ტის გა­რე­შე და ამის უფ­ლე­ბის ქო­ნის გა­რე­შე. ყვე­ლა­ფერს სა­ქარ­თვე­ლო­ში აკონ­ტრო­ლებს ერთი პარ­ტია და ერთი პი­რის მმარ­თვე­ლო­ბა. რა რჩე­ბა ამ კონ­ტრო­ლის გა­რეთ? ოპო­ზი­ცი­უ­რი მე­დია - მინ­და ხაზი გა­ვუს­ვა სამი მე­დი­ი­დან ორი საკ­მა­ოდ მძი­მე ფი­ნან­სურ კრი­ზის­შია, რო­მე­ლიც ასე­ვე პრო­ვო­ცი­რე­ბუ­ლი იყო. ძნე­ლია ამის დამ­ტკი­ცე­ბა. ასე­ვე, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს და­მოკ­ლეს მახ­ვი­ლი ჰკი­დი­ათ თავ­ზე ე.წ. "რუ­სუ­ლი კა­ნო­ნის“ გამო. რო­გორ მოხ­დე­ბა ამის იმპლე­მენ­ტა­ცია და შეს­რუ­ლე­ბა, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და მე­სა­მე - პრე­ზი­დენ­ტი - მე აქ ვიმ­ყო­ფე­ბი ორი იმ­პიჩ­მენ­ტის მცდე­ლო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. ერთი კვი­რის შემ­დეგ მე აღარ მე­ყო­ლე­ბა პი­რა­დი დაც­ვა. მე არ ვფიქ­რობ, რომ დაც­ვა უსაფრ­თხო­ე­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფს,“ - გა­ნა­ცხა­და სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა