საქართველოში მიმდინარე პროტესტების უკან მაკრონის ყურები ჩანს, ის საკუთარ ქვეყანაში ვერ ეტევა და აუცილებლად უნდა შეძვრეს სხვაგან - ილჰამ ალიევი
"საქართველოში მიმდინარე პროტესტებში საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ერევა“. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.
"კარგია, რომ საქართველოში არსებული სიტუაცია სტაბილიზაციისკენ მიდის. და ისევ იქ მაკრონის ყურები ჩანს. ის საკუთარ ქვეყანაში ვერ ეტევა და აუცილებლად უნდა შეძვრეს სხვაგან, ამჯერად საქართველოში“, - განაცხადა ალიევმა.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ემანუელ მაკრონი პარიზში საქართველოს მოქმედ პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს შეხვდა და ტელეფონით „ქართული ოცნების“ საპატიო ლიდერს ბიძინა ივანიშვილს ესაუბრა.