თეგებით ძიება

„სახლი კალეიდოსკოპი“ - ძველი თბილისის არქიტექტურული სამკაული (ფოტოები)

ვისაც ძველ თბილისში, ბეთლემის ქუჩაზე ერთხელ მაინც გაუვლია, აუცილებლად მიიპყრობდა მის ყურადღებას 3 ნომერში მდებარე ერთი პატარა, ხის სახლი, რომელიც ერთადერთი შენობაა თბილისში, ულამაზესი, ფერადი, ვიტრაჟებიანი სადარბაზოთი.

სახლი მე-19 საუკუნით თარიღდება. ცნობილი არ არის ვინ ააშენა მე-19 საუკუნეში ეს უნიკალური სახლი და ვინ იყო მისი მეპატრონე, თუმცა არსებული წყაროების მიხედვით, იგი ებრაული საზოგადოების საკუთრებას წარმოადგენდა.

შენობას თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ ძველი თბილისის არქიტექტურული სამკაული, სადაც არქიტექტურა და ვიტრაჟის ხელოვნება ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს. ძველებური აივანი, ჩუქურთმები, ხის სადარბაზო და სპირალისებრი კიბე განსაკუთრებით იხდენს დეკორატიულ მინას, რაც საბოლოო ჯამში უნიკალურ არქიტექტურულ სტილს აყალიბებს. ვიტრაჟებიან სახლს "საზეიმო კალეიდოსკოპს" უწოდებენ, რომელიც მზიან ამინდში განსაკუთრებით მიმზიდველ იერს იღებს.

დღეისათვის, ბეთლემის 3 ნომერში წარმოდგენილია გალერეაც. ამ პატარა სივრცეში თავმოყრილია უამრავი საინტერესო ავტორის ნამუშევარი, ტურისტებს კი საშუალება ეძლევათ უფრო მეტი გაიგონ ქართული კულტურისა და ტრადიციების შესახებ. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა