თეგებით ძიება

1000-მდე კაცი იყო გუშინ შეკრებილი და აქედან 100 კაცი პარტიული სახე იყო. სად უნდა ჩავიდე, ვისთან ჩავიდე - ირაკლი კობახიძე

1000-მდე კაცი იყო გუშინ შეკრებილი და აქედან 100 კაცი პარტიული სახე იყო. სად უნდა ჩავიდე? ვისთან ჩავიდე? ლევან ხაბეიშვილთან ჩავიდე თუ სოფო ჯაფარიძესთან? თუ ვისთან ჩავიდე? - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ის მზადაა ნებისმიერ ფორმატში დიალოგისთვის.

„რა უდგას წინ, 10 კაცი მოვიდეს და ისაუბროს. იქ ჩასვლას რაც შეეხება, 1000-მდე კაცი იყო გუშინ შეკრებილი და აქედან 100 კაცი, ტელევიზორში რომ ნახავდი, პარტიული სახე იყო. რაც მე ვიცანი, მინიმუმ, 100 კაცი 1000-იდან პარტიული სახეები იყვნენ. სად უნდა ჩავიდე? ვისთან ჩავიდე? ლევან ხაბეიშვილთან ჩავიდე თუ სოფო ჯაფარიძესთან? თუ ვისთან ჩავიდე? რა უნდა ამ ხალხს ასეთი ტიპის აქციაზე თუ მართლა გულწრფელი აქციაა?! 1000 კაცია შეკრებილი და აქედან მინიმუმ ასი, რაც დავთვალე, პარტიული სახე იყო. რა უდგას წინ დისკუსიას, მოვიდეს 7, 10, 12 კაცი, რამდენიც უნდათ, ვინც უნდათ, რა ფორმატშიც უნდათ, საჯაროდ, არასაჯაროდ დავილაპარაკოთ, ადამიანურად, ნებისმიერ საკითხზე. იმიტომ არ მოდიან, რომ ძალიან კარგად იციან ყველაფერი. სიმართლე არის ჩვენ მხარეს და არა მეორე მხარეს, არჩევნებთან დაკავშირებითაც და ევროინტეგრაციის თემასთან დაკავშირებითაც“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა