თეგებით ძიება

„სამი საათია ჩაკეტილი ვართ, ვითხოვთ შველას“ – ქედაში მეწყერი ჩამოწვა

ქედაში, ბათუმი ახალციხის საავტომობილო გზა ჩაიკეტა – აქუცას ხიდის მიმდებარედ მეწყერი ჩამოწვა. ქვათაცვენა ამ დრომდე გრძელდება - ინფორმაციას „ბათუმელები“ ავრცელებს.

„უკვე სამი საათია გზაში ვართ, ფეხითაც ვერ გადახვალ, რადგან გრძელდება მასის ჩამოწოლა, სოფელ ვაიოს მხრიდან ვაპირებთ ახლა გადასვლას, რომ ასე ჩავიდეთ როგორმე ქედის ცენტრამდე.

112-ში დავრეკე, რომ შველა გვჭირდება. გადმომირეკეს საგანგებოდან და მითხრეს, რა გავაკეთოთ, თვითმფრინავს ხომ არ გამოგიგზავნიო. ვუთხარი, რომ ევაკუაცია უნდა შეეძლოს საგანგებო სიტუაციების სამსახურს და უჩვეულოს არაფერს ვითხოვდი,“- უთხრა „ბათუმელებს“ მოქალაქე მელანო მახარაძემ.

როგორც გამოცემას  საქართველოს გზების დეპარტამენტის პრესცენტრიდან აცნობეს, ადგილზე არიან დეპარტამენტის წარმომადგენლები და მალე გაწმენდითი სამუშაოები დაიწყება. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა